მედიის ინფორმაციით, კუბაზე მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა
მედიის ინფორმაციით, კუბაზე მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

კუბაზე მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერსზე“ ვრცელდება.

ჰავანაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ყველაზე მასობრივი აქციები გაიმართა.

ათასობით დემონსტრანტმა, მთავრობის ანტიპანდემიური პროგრამა გაპროტესტა და ქვეყნის ხელისუფლებას მოსახლეობის კორონავირუსის ვაქცინებით უზრუნველყოფა მოსთხოვა. გარდა დედაქალაქისა, აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, მიგელ დიას კასელის გადადგომასაც ითხოვდნენ.

კუბაზე რამდენიმე წელია, რთული ეკონომიკური ვითარებაა, რომლის მიზეზად ქვეყნის ხელისუფლება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიას ასახელებს. უმუშვერობის ფონზე იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობაც.

კუბას მთავრობამ უარი თქვა „კოვაქსის“ პროგრამაში მონაწილეობაზე და ამასთანავე უარი განაცხადა რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანაზე. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა საკუთარი წარმოების ვაქცინას, „აბდალას“ გამოიყენებს, თუმცა მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა, დიას კასელმა, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილის თვეში კომუნისტური პარტიის ლიდერის და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე რაულ კასტრო შეცვალა, აქციების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში აშშ დაადანაშაულა. მისი განცხადებით, დემონსტრაციების ორგანიზებას აშშ-ის მთავრობა და კუბაზე მისი მხარდაჭერები უზრუნველყოფდნენ სოციალურ ქსელების და სხვადასხვა კამპანიების საშუალებით. პრეზიდენტმა თავის მხადაჭერებს პროვოკაციების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა.