ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ერთმანეთს თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ
United States President Joe Biden holds a bilateral meeting with President Volodymyr Zelenskyy of Ukraine in the Oval Office at the White House on December 21, 2022 in Washington, DC. Credit: Oliver Contreras / Pool via CNP Photo via Newscom Dostawca: PAP/Newscom
აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შესაძლოა, თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
როგორც გამოცემა Dziennik Gazeta Prawna წერს, ჯო ბაიდენის ვიზიტისას, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთს ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვიოს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქები – ჟეშუვი და ვარშავა სახელდება.
როგორც კიევში დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, შეხვედრაზე „უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს“.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ვიზიტს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის მხარდასაჭერად გეგმავს.