მედიის ინფორმაციით, იზიუმში, სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
მედიის ინფორმაციით, იზიუმში, სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ქალაქ იზიუმში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, კორპუსი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაინგრა.

ქალაქისთვის თითქმის ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, იზიუმზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მარტის ბოლოს მოიპოვეს.