მედიის ინფორმაციით, იტალიის სანაპირო დაცვამ იშვიათი მოლუსკის ჭერისთვის 18 ადამიანი დააკავა
იტალიის სანაპირო დაცვამ იშვიათი მოლუსკის ჭერისთვის 18 ადამიანი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, გამოვლენილია დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც უკანონო საქმიანობით ნეაპოლის მახლობლად, სანაპიროს დაცულ მონაკვეთს ანადგურებდა.
გამოძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზღვის ფინიკის (ლათინნურადLithophaga lithophaga) სახელით ცნობილი მოლუსკის ჭერა იტალიაში 1998 წლიდან აკრძალულია, რადგან აღნიშნული სახეობა განადგურების პირასაა.
ამასთან, კლდეებიდან მათი ინვაზიური მეთოდით ამოყვანის შედეგად ნადგურდება ეკოსისტემა. აღნიშული მოლუსკი დელიკოტესად მიიჩნევა. „შავ ბაზარზე“ ერთი კილოგრამის ფასი დაახლოებთ 200 ევროს შეადგენს.