მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიაში, ელ-კუნეიტრას რაიონში, საჰაერო დარტყმები განახორციელა
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიაში, ელ-კუნეიტრას რაიონში, საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში, ელ-კუნეიტრას რაიონში. ინფორმაციას სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები სამხედრო ვერტმფრენიდან განხორციელდა დამასკოდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე რაიონში.

ისრაელს ჯერჯერობით აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურებია.

ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმები გასულ დღესაც განხორციელდა ლატაკიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, რომლის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი კი დაშავდა.