მედიის ინფორმაციით, ისრაელის კომპანიის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამით, ავტორიტარული მთავრობების სამიზნე უფლებადამცველები, ჟურნალისტები და იურისტები გახდნენ
მედიის ინფორმაციით, ისრაელის კომპანიის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამით, ავტორიტარული მთავრობების სამიზნე უფლებადამცველები, ჟურნალისტები და იურისტები გახდნენ

ისრაელის კომპანიის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამით, ავტორიტარული მთავრობების სამიზნე უფლებადამცველები, ჟურნალისტები და იურისტები გახდნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, ტელეფონის ნომრების სიაში 50 000-მდე ადამიანია, რომლებიც სავარაუდოდ კომპანიის კლიენტების ინტერესის სფეროში იყვნენ. ისრაელის კომპანია ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ტელეფონისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია კრიმინალების და ტერორისტების წინააღმდეგ და ხელმისაწვდომი იყო ისეთი ქვეყნების სამხედროებისთვის, სამართალდამცველებისთვის და სადაზვერვო უწყებებისთვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის კარგი მონაცემები აქვთ.

პროგრამა სახელწოდებით, „პეგასუსი“ „აიფონის“ და „ანდროიდის“ მოწყობილობებს აინფიცირებს, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს ამოიღონ შეტყობინებები, ფოტოები და ელექტრონული ფოსტის წერილები, ჩაწერონ ზარები და ფარულად გაააქტიურონ მიკროფონები. გავრცელებული ცნობით, სათვალთვალო სიაში მოხვდნენ „ფრანს პრესის“, „სიენენის“, „ნიუ იორკ თაიმსის“, „ალჯაზირას“ და ბევრი სხვა საინფორმაციო კომპანიის თანამშრომელი. სიაში მოხვდნენ მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ახლობელი ორი ქალი. ფართო სია ასევე მოიცავს მთავრობების და სახელმწიფოთა მეთაურებს, არაბული სამეფო ოჯახების წევრებს და ბიზნესმენებს.

დატოვე კომენტარი