მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც მედია წერს, ადგილობრივი თვითმხილველების ინფორმაციით, ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პალესტინის წყაროებმა „ალ ჯაზირას“ განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები ღაზის სექტორს ორ ნაწილად ჰყოფენ.