მედიის ინფორმაციით, ინდოეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომლის მიღებაზეც 18 საავადმყოფოში უარი თქვეს
მედიის ინფორმაციით, ინდოეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომლის მიღებაზეც 18 საავადმყოფოში უარი თქვეს

ინდოეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომლის მიღებაზეც 18 საავადმყოფოში უარი განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ინდია“ ავრცელებს. საქმე ეხება 52 წლის მამაკაცს, რომელიც ქალაქ ბანგალორში ცხოვრობდა.

როგორც ინდოეთის მედია იუწყება, მამაკაცი სუნთქვის უკმარისობას და მაღალ ტემპერატურას უჩიოდა. ის 18 საავადმყოფოში მივიდა და კიდევ 32-ში დარეკა, თუმცა მის მიღებაზე უარი განაცხადეს.

36-საათიანი ლოდინის შემდეგ მამაკაცი ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიღეს, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს მკურნალობის დაწყებამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ჯერ უცნობია, იყო თუ არა გარდაცვლილი მამაკაცი კოვიდინფიცირებული.

დატოვე კომენტარი