მედიის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა
მედიის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა

2020 წლის იანვრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწეზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ამერიკის სახელმწიფო მდივნის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, მაიკ პომპეოს უკრაინაში ვიზიტი ამერიკა-უკრაინას შორის არსებული ურთიერთობის სტაბილიზებას ისახავს მიზნად.