მედიის ინფორმაციით, გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
მედიის ინფორმაციით, გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიაში ელექტროენერგიის მიღების მიზნით ქვანახშირის გამოყენება შესაძლოა, 2035 წლამდეც შეწყდეს.

მიღებული კანონის გათვალისწინებით, ქვანახშირის ელექტროსადგურების მფლობელები და მათი თანამშრომლები შესაბამის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. იმ რეგიონების დასახმარებლად, რომელთა ეკონომიკაც ამ ქარხნებზეა დამოკიდებული, გერმანია 40 მილიარდ ევროს გამოყოფს. ახალ კანონპროექტს ხმა 314-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 237-მა ხმა ამ ცვლილებების საწინააღმდეგოდ მისცა.

ამასთან, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მიღებული კანონის მიუხედავად, ბუნდესტაგის წინ დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ გერმანია ენერგორეფორმისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას განზრახ აგვიანებს.