მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა

გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.

როგორც „როიტერი” პალესტინელ ექიმებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, მათ შორის ორი პოლიციელია, რომლებიც ეხმარებოდნენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში.

მათივე თქმით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ბალახზე.

ამასთან, გაერო-ს სატელიტური ცენტრის (UNOSAT) მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორში არსებული ყველა სტრუქტურის ნახევარზე მეტი განადგურდა ან დაზიანდა.