მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს
მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასში 15-ჯერ დაარღვიეს.

დაშავდა ერთი უკრაინელი სამხედრო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, დაჭრილი სამხედრო ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფომირებების ქმედებების შესახებ ეუთო-ს მისიას აცნობა.