მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა ისროლეს

10:47, 18.05.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 20 რაკეტა ღაზას სექტორშივე ჩამოვარდა, ხოლო სხვა ათეულობით რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა.

მსგავსი