მედიის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ანტივაქსერული ვიდეო წაშალა
მედიის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ანტივაქსერული ვიდეო წაშალა

„ფეისბუქმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მიერ გავრცელებული ვიდეო წაშალა, სადაც ბოლსონარო ამტკიცებდა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შიდსით დაინფიცირებას უწყობს ხელს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენი პოლიტიკა ადამიანებს საშუალებას არ აძლევს, ვაქცინებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელონ“, – განაცხადეს კომპანიაში.

ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები რამდენიმე თვის წინ „იუთუბის“ გვერდიდანაც წაიშალა. ვიდეომიმართვებში ჟიარ ბოლსონარო რამდენიმე მედიკამენტზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს მედიკამენტები „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ეფექტურია.