მედიის ინფორმაციით, ერაყში ივნისში დაგეგმილი არჩევნები 10 ოქტომბრამდე გადაიდო

17:57, 19.01.2021

ერაყის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 10 ოქტომბრისთვის გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ერაყის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ერაყის მთავრობამ 6 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე დანიშნა.

ვადამდელი აჩევნები 2019 წლის ოქტომბერში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას ერაყში ასობით ადამიანი დაიღუპა.

ერაყის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების ორგანიზებისთვის დამატებით დროს ითხოვდა.

მსგავსი