მედიის ინფორმაციით, დღეს აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება
FILE PHOTO: Democratic 2020 U.S. presidential nominee Joe Biden points a finger at his election rally, after news media announced that Biden has won the 2020 U.S. presidential election, in Wilmington, Delaware, U.S., November 7, 2020. REUTERS/Kevin Lamarque/File Photo
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები დღესვე გადაეგზავნება კონგრესს, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება და ამით არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დასრულდება. ამერიკაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ. ქვეყნის პირველ პირს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წევრის მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232-ის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.