მედიის ინფორმაციით, ჩინეთში 14 წლამდე ბავშვებს ტიკ-ტოკის ადგილობრივი ვერსიის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ
მედიის ინფორმაციით, ჩინეთში 14 წლამდე ბავშვებს ტიკ-ტოკის ადგილობრივი ვერსიის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ

ჩინეთში 14 წლამდე ბავშვებს ტიკ-ტოკის ადგილობრივი ვერსიის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც სოციალური ქსელ Douyin-ში აცხადებენ, რომელიც ტიკ-ტოკის ჩინურ ვერსიას წარმოადგენს, მოზარდებს სოციალურ ქსელში შესვლა მხოლოდ 06:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან ერთად, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, 18 წლამდე მოზარდებს ქსელში რეგისტრაციისთვის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, აგვისტოში ჩინეთში 18 წლამდე ბავშვებს კვირის სამუშაო დღეებში კომპიუტერული ვიდეოთამაშები აუკრძალეს. ხოლო უქმე დღეებში მათთვის თამაშები მხოლოდ დღეში ერთი საათითაა დაშვებული. თებერვალში ჩინეთის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების შეტანა შეზღუდა. ჩინეთის ოფიციალური მედია გასული სამი წლის განმავლობაში აქტიურად წერდა, რომ ჩინეთში ახალგაზრდები ზედმეტად ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან, რაც მათ ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს.