მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან ჯერ თავს იკავებენ
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან ჯერ თავს იკავებენ

ჩინეთის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან ჯერ ჯერობით თავს იკავებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ვან ვენბინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის კანონისა და პროცედურების დაცვის შემდგომ განისაზღვრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2016 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გამარჯვება არჩევნების მეორე დღეს მიულოცა. ჩინეთსა და ამერიკას შორის არსებული ურთიერთობა გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე რთულია. ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ სანქციები აქვთ დაწესებული.