მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები იუწყებიან, ბორის ჯონსონი ჟანგბადის თერაპიას განაგრძობს, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

„ბიბისის“ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ჯონსონი მკურნალობას ექვემდებარება და „ის ამაღლებულ განწყობაზეა“.

ჯონსონი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

ამასთან, „დეილის მეილის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტემპერატურამ დაუწია.

ბორის ჯონსონი წმინდა თომასის სახელობის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა.