მედიის ინფორმაციით, ბელარუსში „ზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა

09:46, 11.08.2022
1291575374

1291575374

ბელარუსშიზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა გაისმა. სხვადასხვა ინფორმაციით, ოთხიდან რვამდე აფეთქება მოხდა.

აეროდრომი, უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელარუსის ქალაქ გომელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გასულ თვეს აცხადებდნენ, რომ აღნიშნული აეროდრომი რუსების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ბელარუსის თავდაცვის უწყება მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ აალება ტექნიკის ძრავის გამოცვლის დროს მოხდა.

მსგავსი