მედიის ინფორმაციით, ბელარუსიდან გაშვებული კონტრაბანდით დატვირთული საჰაერო ბურთების მიერ ლიეტუვის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მედიის ინფორმაციით, ბელარუსიდან გაშვებული კონტრაბანდით დატვირთული საჰაერო ბურთების მიერ ლიეტუვის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ბელარუსის საზღვრიდან გაშვებული კონტრაბანდით დატვირთული საჰაერო ბურთების გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ლიეტუვამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლიეტუვის მთავრობის განცხადებით, კონტრაბანდით დატვირთულმა საჰაერო ბურთებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია.

ცნობისთვის, მსგავსი ინციდენტები ლიეტუვაში გასულ თვეებში რამდენჯერმე დაფიქსირდა. საფრთხის გამო ვილნიუსის აეროპორტი არაერთხელ დაიხურა. მედიის ცნობით, ბოლო დროს ბელარუსიდან ლიეტუვაში კონტრაბანდული სიგარეტის საჰაერო ბურთებით გადატანა გახშირდა. გავრცელებული ინფორმაციით, უაქციზო კონტრაბანდული სიგარეტი ლიეტუვის გავლით ევროპის არაერთ ქვეყანაში არალეგალურად იყიდება. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეები სრულიად კანონიერად ყიდულობდნენ სიგარეტს ქარხნიდან და გადასცემდნენ მას ბელარუსში ჩასულ ლიეტუველებს, ხოლო ლიეტუვის მოქალაქეები, სავარაუდოდ, „საქონელს ბურთების გამოყენებით უგზავნიდნენ თანამზრახველებს“.