ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

ფაინენშალ თაიმსისა“ და „უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების მზადყოფნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკვე გამოთქვა. თავის მხრივ გერმანიის მთავრობა გეგმავს ვაშინგტონთან ახალი შეთანხმების გაფორმებას, რათა გაზსადენი აამოქმედოს.

ამ მიზნით ორი შესაძლო სტრატეგია განიხილება. პირველი გულისხმობს ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მისცემს გერმანიას შეწყვიტოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით ბუნებრივი აირის მიღება და ამ გზით არ მისცეს საშუალება რუსეთს ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე. მეორე ვერსიით კი, გაზსადენი მანამდე არ ამუშავდება, ვიდრე მოსკოვი საკუთარი პოლიტიკის შეცვლას არ დათანხმდება.

როგორც ამერიკული მედია წერს, ბაიდენის მიდგომა რუსული გაზსადენის მიმართ ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული. ამასთან, ბაიდენს სურს გერმანიასთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვრის ბოლოს „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის გაყვანაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.