მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე ირანის მოქალაქე მოკლეს

16:36, 25.11.2019

აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე, მესაზღვრეებსა და სავარაუდო ნარკომოვაჭრეებს შორის შეიარაღებული დაპირიპირების შედეგად, ირანის მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰაქინი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემდეგ, ორ მამაკაცს გაჩერებისკენ მოუწოდეს და მათ მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

გამოცემის ინფორმაციით, საზღვრის დამრღვევებმა მოთხოვნა არ შეასრულეს და მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ორმხრივი სროლის შედეგად ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. ინციდენტის ადგილას აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა 2 595 გრამი მარიხუანა და მეტამფეტამინი აღმოაჩინეს.

მსგავსი