მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი ისრაელისგან „ეროუ 3“-ის თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს
მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი ისრაელისგან „ეროუ 3“-ის თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს

აზერბაიჯანი ისრაელისგან „ეროუ 3“-ის (Arrow 3) თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, აზერბაიჯანს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობები ექნება.

„ეროუ 3“-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვან ფინანსურ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული, რადგან სისტემის თითოეული რაკეტა 2.2 მილიონი დოლარი ღირს.

დატოვე კომენტარი