მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  ვირუსის ახალი სახეობა ბრიტანეთიდან ავსტრალიაში ჩასულ ორ ადამიანს აღამოაჩნდა. ორივე ინფიცირებული ახლა კარანტინშია.

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა გასულ კვირას აღამოჩინეს. ამ მიზეზის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, მათ შორისაა საქართველოც.