მედიის ინფორმაციით, აშშ მომდევნო ორ თვეში სირიიდან თავისი ჯარისკაცების გაყვანას გეგმავს

11:29, 19.02.2026

აშშ გეგმავს სირიიდან თავისი ჯარისკაცების, დაახლოებით 1 000 სამხედროს გაყვანას მომდევნო ორი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ და „სიბიესი“ ავრცელებენ.

მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე მიიღეს – სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლი განამტკიცა, ხოლო ქურთული ძალები (SDF), რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი იყვნენ, სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციას დათანხმდა.

ამერიკულმა ძალებმა უკვე დატოვეს რამდენიმე ბაზა სირიაში, მათ შორის ალ თანფი და ალ შადადი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიცია იყო განლაგებული.

მსგავსი