მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა
მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის ლიკვიდაცია ბერლინის იზოლატორში სურდათ, თუმცა დაზვერვამ საიდუმლო ადგილზე გადაიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეკომპანია „არდი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული საიდუმლო ადგილზე გადაიყვანეს.

მკვლელობის საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. ბერლინმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. გერმანელი პროკურორები სამთვიანი ძიების შემდეგ ეჭვობენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოები დგანან.

ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მოკლეს.