მედიის ცნობით, ვარშავაში ოპოზიციის მიტინგზე ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა
მედიის ცნობით, ვარშავაში ოპოზიციის მიტინგზე ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვარშავაში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის მიტინგზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოპოზიციური ლიბერალური სამოქალაქო პლატფორმა (PO) აცხადებს, რომ არჩევნებმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს პოლონეთის მომავალი ევროკავშირში და მისი დემოკრატიული მდგომარეობა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს აქცია ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანია და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთის მომავალი თითოეული მოქალაქის საქმეა და მათ თავიანთი უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა.