მედიის ცნობით, უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა
მედიის ცნობით, უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა

მედიის ცნობით, უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა.

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ბერლინი არ დაეთანხმა ესპანეთის მთავრობის გეგმებს, გერმანული წარმოების 40 ძველი „ლეოპარდის“ ტიპის საბრძოლო ტანკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა წერს, ბერლინის თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ნატო-ს წევრი უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდიდა.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სატელეფონო საუბრებში გააფრთხილა ესპანელები, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან გადახვევა, რომელიც არ განიხილავს კიევისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას.

მედიისვე ცნობით, ამჟამად მადრიდი უკრაინისთვის მხოლოდ 10 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავს, თუმცა აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.