მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 11 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს

10:46, 12.07.2023

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში 15 უპილოტო საფრენი აპარატიდან 11-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

„ღამით რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ირანული წარმოების „შაჰედებით“, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 15-დან 11-ის ჩამოგდება მოახერხეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვა.

მსგავსი