მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, დაღუპულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეც, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. დაშავებულთა შორის, მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, არიან მაშველები და პოლიციელები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვი.

ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.