მედიის ცნობით, უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს
მედიის ცნობით, უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს

უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერი სერგეი ჩერევატი სოლედარიდან გასვლის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, მათ შორის გასული კვირების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სოლედარი და უკან დაიხიეს გარეუბნებში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე“, – თქვა უკრაინის არმიის წარმომადგენელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სოლედარის დაკავების შესახებ ორი კვირის წინ განაცხადეს.