მედიის ცნობით, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას გამოყოფს
მედიის ცნობით, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას გამოყოფს

თეთრი სახლი უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას აანონსებს.

„ბიბისის“ ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-მ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკვე გამოყო 13 მილიარდი დოლარის დახმარება და ეს დახმარება გაგრძელდება.

კირბი აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ უსაფრთხოების სფეროში დამატებითი მხარდაჭერის შესახებ.