მედიის ცნობით, სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ
მედიის ცნობით, სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ

სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ. სირიაში განთავსებული რუსული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონში ბოლო პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა.

რუსული მედია წერს, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აინ-ისას რაიონში რუსეთ-სირიის ერთობლივი პუნქტები განთავსდება. რუსული ცენტრის მონაცემებით, იდლიბის დეესკალაციის ზონაში ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯებხატ ალ-ნუსრამ“ 20-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა. რუსული მედია წერს, რომ სირიაში თურქეთის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, დღის განმავლობაში დაბომბვა არ განხორციელებულა.