მედიის ცნობით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი მილიტარისტად მოიხსენია
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი მილიტარისტად მოიხსენია. დიპლომატიური წყაროების ცნობით, ჩინეთს ლიდერმა იაპონიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართულ მცდელობას ნეომილიტარისტული უწოდა.
სანაე ტაკაიჩიმ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ტაივანის ირგვლივ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში იაპონიამ, შესაძლოა, თავდაცვის ძალები განალაგოს. ამან გამოიწვია დაძაბულობის გამწვავება ორ აზიელ მეზობელს შორის, რომელთა დიპლომატიური ურთიერთობები, დიდი ხანია, ისედაც დაძაბულია.
წყაროების ცნობით, ტრამპმა სი ძინპინის სიტყვებს ტაკაიჩის შექებით უპასუხა და სამიტის შემდეგ 15 მაისს აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავიდან დაურეკა, რათა აშშ-იაპონიის ალიანსი კიდევ ერთხელ დაედასტურებინა. ტაკაიჩიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრის დეტალური ახსნა მიიღო, თუმცა საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია.
იაპონური მედიის თანახმად, ტაკაიჩი ვაშინგტონს მარტში ეწვია, რათა, ჩინეთის გავლენის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-ის უსაფრთხოებისადმი ერთგულება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მოსალოდნელია, რომ ტრამპი და სი ძინპინი წლის განმავლობაში კიდევ სამ შეხვედრას გამართავენ, მათ შორის სი ძინპინის ვიზიტის დროს ვაშინგტონში სექტემბერში, ასევე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სამიტის ფარგლებში.