მედიის ცნობით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის საკითხმა, შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის საკითხმა, შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს.
მედიის ცნობით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ტაივანის საკითხი „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად“ დაასახელა.
„სწორად თუ მოვაგვარებთ, ორმხრივი ურთიერთობები, საერთო ჯამში, სტაბილური დარჩება. სათანადოდ თუ არ მოვაგვარეთ, ორი ქვეყანა, შეიძლება, შეეჯახოს ერთმანეთს ან კონფლიქტიც წარმოიშვას, რაც მთელ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობას ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააგდებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, ჩინეთი ტაივანს პროვინციად მიიჩნევს და ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
„ბოლო წლებში პეკინმა კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები, მათ შორის პორტების ბლოკადის სიმულაციები გააძლიერა, რაც ტაივანის ხელისუფლებაში შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი პეკინს ერთადერთ კანონიერ ჩინურ მთავრობად აღიარებს, თუმცა ტაივანთან არაოფიციალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს და კანონით ვალდებულია, კუნძულს თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს. გასულ წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვა დააანონსა, რამაც პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია“, – წერს მედია.