მედიის ცნობით, სერგეი შოიგუმ „დასავლეთის“ დაჯგუფების სარდლობას დაზვერვის ჩატარება დაავალა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ „დასავლეთის“ დაჯგუფების სარდლობას დაზვერვის ჩატარება დაავალა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შოიგუმ სპეცოპერაციის ზონაში დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტი დაათვალიერა და სამხედროებს ახალი ამოცანა დაუსახა.
„დასავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურებს დაევალათ, გააგრძელონ აქტიური დაზვერვა, რათა წინასწარ გამოავლინონ მოწინააღმდეგის გეგმები“, – განაცხადა შოიგუმ.
მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული ჯარების მხარდაჭერის ორგანიზებას, რათა მათ უსაფრთხო განლაგებისთვის პირობები შეუქმნას.