მედიის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქში, აეროპორტის მეოთხე ტერმინალთან ჭურვი ჩავარდა
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის აეროპორტის მე-4 ტერმინალთან ჭურვი ჩავარდა. საუდის არაბეთის მედიის თანახმად, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია და შესაბამისი უწყებები ინციდენტს იკვლევენ.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე განახლებული თავდასხმების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აეროპორტის მიმდებარედ ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.