მედიის ცნობით, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა
მედიის ცნობით, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სამი რაკეტა გაუშვა. „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტები სადავო საზღვაო დემარკაციის ხაზთან ჩამოვარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მანამდე ფხენიანმა სამხრეთის მიმართულებით, ერთ დღეში 23 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი სამხრეთ კორეის ქალაქ სოქჩოდან 60 კილომეტრში ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, მოგვიანებით, ფხენიანმა კიდევ ექვსი ერთეული რაკეტა და 100-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა.

ფხენიანის განმარტებით, რაკეტების გაშვების საბაბი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სეული ვაშინგტონთან ერთად ატარებს.

სეულმა მომხდარი მათ ტერიტორიაზე „დაუშვებელ“ ინციდენტად შეაფასა.