მედიის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ'ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა
მედიის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ'ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჟისკარ-დ’ესტენი საავადმყოფოში ნოემბრის შუა რიცხვებში გადაიყვანეს. მას გულის უკმარისობა აღენიშნებოდა.

ის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-დან 1981 წლამდე იკავებდა. ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო.