მედიის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ლილში, მეხანძრეების აქციაზე სამართალდამცავებთან შეტაკება მოხდა

22:02, 29.01.2026

საფრანგეთის ქალაქ ლილში 600-ზე მეტმა მეხანძრემ საპროტესტო აქცია გამართა.

მედიის ცნობით, მეხანძრეები რესურსების ნაკლებობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.

დემონსტრაციის დროს მათ ლილის ცენტრალური გზა გადაკეტეს და საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

მედიის ცნობით, აქციის დროს სამართალდამცავებთან შეტაკებაც მოხდა.

 

მსგავსი