მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დაშავდა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე
რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. როგორც უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი საშუალო სიმძიმის. დაზარალებულებს ამ დრომდე უტარდებათ სამედიცინო დახმარება.
ოლეგ კიპერის თქმით, დაზიანებულია პორტი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
„შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. მაშველები ხანძარს ლოკალიზებენ“, – დასძინა ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.