მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში „რეფერენდუმისა“ და ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით დაარბიეს
მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში „რეფერენდუმისა“ და ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით დაარბიეს

ხერსონში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფსევდორეფერენდუმისა და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა აქცია ცრემლსადენი გაზისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენებით დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

როგორც მედია წერს, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ პირველი მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში რუსები ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.