მედიის ცნობით, რუსეთში კიბერუსაფრთხოების კომპანია „გრუფ აიბის“ დამფუძნებელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს
მედიის ცნობით, რუსეთში კიბერუსაფრთხოების კომპანია „გრუფ აიბის“ დამფუძნებელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში კიბერუსაფრთხოების კომპანია „გრუფ აიბის“ დამფუძნებელი, ილია საჩკოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. მედიის ინფორმაციით, „გრუფ აიბი“ კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, თავად ილია საჩკოვი კი სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტი იყო.

გავრცელებული ცნობით, კომპანიის მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მართვის უმაღლესი რგოლი და იურიდიული სამსახურები სიტუაციის გასარკვევად მუშაობენ.

აღნიშნული რუსული კომპანია ებრძვის კიბერშეტევებს და ონლაინთაღლითობას, იძიებს მაღალტექნოლოგიურ დანაშაულს. „გრუფ აიბის“ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერპოლთან, ევროპოლთან და ეუთო-სთან. კომპანიის ოფისები მდებარეობს მოსკოვში, ინოპოლისში, სინგაპურში, ამსტერდამში და დუბაიში.

დატოვე კომენტარი