მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალში“ მყოფ დაჭრილ სამხედროებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ
მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალში“ მყოფ დაჭრილ სამხედროებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ აზოვსტალის ქარხანაში მყოფ დაჭრილ სამხედროებს თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დამყარებულია ე.წ. სიჩუმის რეჟიმი და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, როლითაც დაჭრილ სამხედროებს გადაიყვანენ ნოვოაზოვსკში, რომელსაც ამჟამად რუსი სამხედროები და სეპარატისტები აკონტროლებენ.

უკრაინის ოფიციალური პირები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის „ვოსტოკის“ ბრიგადის მეთაური ამტკიცებდა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაწყებულია. ის ასევე იუწყებოდა, რომ დილით „აზოვსტალიდან“ რამდენიმე უკრაინელი სამხედრო თეთრი დროშით ხელში გამოვიდა, რათა ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები გამართულიყო.