მედიის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ბრიანსკის ოლქში დივერსანტების შეღწევა აღკვეთა
მედიის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ბრიანსკის ოლქში დივერსანტების შეღწევა აღკვეთა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ბრიანსკის ოლქში უკრაინელი დივერსანტების შეღწევა აღკვეთა. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს.

„ფეესბეს“ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას სტაროდუბსკის რაიონიდან ცდილობდა.

გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად ოთხი დივერსანტი მოკლეს.

„შეტაკებების ადგილას აღმოჩენილია უცხოური შეიარაღება, ასაფეთქებელი მოწყობილობები, კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის აღჭურვილობა და ასევე დრონები წარწერით „რუსეთის „ფეესბეს“ საკუთრება“, რაც მიუთითებს, რომ მზადდება პროვოკაცია და დივერსია რუსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებაში.

დღესვე ბრიანსკის ოლქში დივერსანტების შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. მათი თქმით, დივერსანტები ოლქში შეღწევას ბოლო 24 საათში მეორედ შეეცადნენ, შეტაკებების შედეგად დაიღუპა ექვსიდან ხუთი დივერსანტი, ასევე გამოქვეყნდა იარაღის სურათები.