მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განახორციელეს
რუსეთის ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განახორციელეს. მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას ლვოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
კოზიცკის ცნობით, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„მადლობა საჰაერო თავდაცვას მუშაობისთვის. კვლავ ცეცხლი გაუხსნეს თითქმის პოლონეთის საზღვარზე, იავორივის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს“, – აღნიშნავს კოზიცკი.
მოჰყვა თუ არა სარაკეტო იერიშს ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია.