მედიის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და ნიკოპოლზე იერიშის შედეგად, დაზიანდა სახლები და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი
მედიის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და ნიკოპოლზე იერიშის შედეგად, დაზიანდა სახლები და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

რუსეთის არმიამ ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და ნიკოპოლზე მიიტანა იერიშები. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, 31 ივლისის ღამე ყველაზე რთული აღმოჩნდა ნიკოლაევის მცხოვრებლებისთვის, სადაც რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, გაჩნდა ხანძარი, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.

ხარკოვში კი ღამით ექვსი აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შედეგად დაზიანდა რამდენიმე საწარმო და ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებშიც. რუსეთმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელება დონბასშიც, სადაც ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შეტევას ცდილობდნენ, თუმცა უკრაინელებმა იერიშის მოგერიება შეძლეს.

როგორც მედია წერს, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს ხერსონსა და ნიკოლაევის ოლქებში რუსულ პოზიციებზე და საწყობებზე, შედეგად განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა.