მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას 37 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან უკრაინის საჰაერო ძალებმა 33-ის ჩამოგდება მოახერხეს
მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას 37 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან უკრაინის საჰაერო ძალებმა 33-ის ჩამოგდება მოახერხეს

ღამით რუსეთი უკრაინას 37 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 33-ის ჩამოგდება მოახერხეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოდესის რეგიონში, ოთხი კი – მიკოლაევისა და ხერსონის რეგიონში.

ამასთან, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სამხრეთ ოდესის რეგიონში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის საზღვაო ძალების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა გასული წლის ივლისიდან ოდესის რეგიონში სულ 880-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 170-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.