მედიის ცნობით, რუსეთი თურქეთთან მოლაპარაკებებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე მზად არის
მედიის ცნობით, რუსეთი თურქეთთან მოლაპარაკებებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე მზად არის

რუსეთი მზად არის თურქეთთან მოლაპარაკებებისთვის „სუ-35“-ის და სუ-57“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის პრესსპიკერმა, ვალერია რეშეტნიკოვმა განაცხადა.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავების შესყიდვაზე მოლაპარაკებები თურქეთის მხრიდან განაცხადის გაკეთების შემთხვევაში დაიწყება.

„ანკარის მიერ რუსული ავიაგამანდგურებლების შესყიდვის პოტენციურ გეგმებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თურქული მხარე სრულად ინფორმირებულია მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე. თუ თურქეთიდან იქნება განცხადება ამ თვითმფრინავების შესახებ, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა რეშეტნიკოვამ.

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის პრესსპიკერის თქმით, რუსეთმა ადრე აღნიშნა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს უახლესი თურქული მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლის, „თიეფ-იქს“-ის (TF-X) შექმნის პროგრამაში.